Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარებას“ სურვილი აქვს


გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სურვილია, რომ 2017 წელს მშვიდობის დამყარება პირველ ადგილზე იდგეს.გუტერეშმა, რომელმაც 1 იანვრიდან გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნი შეცვალა, მის პირველ ოფიციალურ მესიჯში სირიაში, სამხრეთ სუდანში, იემენსა და ბურუნდიში საომარი კონფლიქტების შედეგად გასაჭირში ჩავარდნილი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე გაამახვილა ყურადღება. „როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტების მძევლად ქცეულ მილიონობით ადამიანს, რომლებიც მასობრივად იტანჯებიან იმ ომების გამო, რომელსაც ბოლო არ უჩანს“. კითხულობს გაეროს ახალი გენერალური მდივანი და მერე პასუხობს: „ამ ომებში ვერავინ გაიმარჯვებს. ყველა დამარცხებულია.“66 წლის გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთკორეელი დიპლომატი ბან კი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

XS
SM
MD
LG