Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი შეიძლება არ იდგეს დემოკრატიულ პარტიაზე ჰაკერული თავდასხმის უკან


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას აქვს გამოუაშკარავებელი ინფორმაცია საპრეზიდენტო კომპანიის დროს ვითომცდა რუსეთის მიერ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის შესახებ, რის გამჟღავნებასაც ის მომავალ კვირაში გეგმავს. ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ფლორიდის შტატისკენ მიმავალმა ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მას აქვს ინფორმაცია, რაც ჯერ სხვებმა არ იციან“ და რასაც ჟურნალისტები სამშაბათს ან ოთხშაბათს შეიტყობენ. ტრამპის თქმით, მას კვლავინდებურად სჯერა, რომ დემოკრატიულ პარტიის ხელმძღვანელობის ელექტრონულ ფოსტაზე თავდასხმა შეიძლებოდა მოეხდინა არა რუსეთს, არამედ „სხვა ვინმეს“.ტრამპმა დასძინა, რომ მან ბევრი რამ იცის კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმების შესახებ, რაც ძალიან რთული დასამტკიცებელია.

XS
SM
MD
LG