Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუშანბეში არკვევენ ტაჯიკეთში თალიბანის ტანკების შეკეთების ცნობას


დუშამდე იკვლევს ცნობას, მართლა წარმოებს თუ არა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე თალიბანის ტანკების შეკეთება რუსი ინჟინრების მიერ. ამის თაობაზე ბრალდება გამოთქვა ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელმა, მუჰამადჯონ ულუხხოჯაევმა თქვა, რომ ქაბულის ბრალდება უსაფუძვლოა. თუმცა, მისი თქმით, მან ბრალდების ყველა დეტალი არ იცის. თავდაცვის სამინისტროც სკეპტიკურად იყო განწყობილი ავღანეთის ბრალდების მიმართ. მისმა წარმომადგენელმა, მოჰამად რადმანიშმა თქვა, რომ თალიბანი ჩვეულებრივ, მცირე ზომის ავტომანქანებით მოძრაობს და მათ ტანკები და მძიმე მანქანები არ ჰყავთ.

XS
SM
MD
LG