Accessibility links

ოლანდმა ერაყში „ფეშმერგის“ შტაბბინა მოინახულა


საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი ერაყში ესტუმრა ქურთთა გასამხედროებული გაერთიანების, „ფეშმერგის", შტაბბინას. „ფეშმერგა“ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ებრძვის ერაყში. ოლანდი გაეცნო ქალაქ მოსულის და მიმდებარე ნაინავას პროვინციის „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებისგან განთავისუფლების ოპერაციის მსვლელობას. ოლანდს ახლავს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, დრიანი და ქურთთა ავტონომიის ხელმძღვანელი, მასუდ ბარზანი. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი ერაყის ქურთისტანის ცენტრს, ქალაქ ირბილს ესტუმრა. იქ ოლანდი ბაღდადიდან ჩავიდა. საფრანგეთის ავიაცია კოალიციის ჯარის შემადგენლობაში ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“ერაყში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG