Accessibility links

ბრაზილიაში ციხეში არეულობებისას 60 პატიმარი დახოცეს


სულ მცირე, 60 ადამიანი იქნა მოკლული ციხეში არეულობის დროს ამაზონის ჯუნგლებში, ქალაქ მანაუშში მდებარე საპატიმროში, განაცხადა ბრაზილიის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა. არეულობა მოხდა პირველ იანვარს. ამაზონის შტატის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა, სერჟიო ფონტეშმა განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება გაარკვევს, რა მასშტაბი ჰქონდა არეულობას და შეტაკებებს ნარკოტიკებით მოვაჭრე დაპირისპირებულ ბანდებს შორის, საბოლოოდ დადგინდება დახოცილების რიცხვი. არეულობა ბრაზილიის გადატვირთულ ციხეებში ხშირია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG