Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულობით ირანელი მონაწილეობდა აქციაში თეირანის ციხის წინ


ათეულობით ირანელი მივიდა თეირანის ევინის ციხესთან და პროტესტი გამოთქვა დაპატიმრებული აქტივისტის, არაშ სადეღის გამო, რომელიც შიმშილობს და 15 წლიან პატიმრობას იხდის. ფილოსოფიის სტუდენტი, სადეღი შიმშილობს მისი ცოლის დაპატიმრების მიმართ პროტესტის ნიშნად. გოლროხ ებრაჰიმი დააპატიმრეს, რადგან ადრე ირანში გავრცელებული ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის თაობაზე დაწერა მოთხრობა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. „ამნესტი ინტერნეშენელი“ აცხადებს რომ გოლროხი ფაქტიურა დააპატიმრესდ მისი ფანტაზიის გამო. ევინის ციხის წინ გამართული დემონსტრაციის შესახებ ფოტოები და ვიდეო მასალა სოციალური ქსელებით გავრცელდა.

XS
SM
MD
LG