Accessibility links

თებერვლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საქართველოში ვირუსების გავრცელების მატება


თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია. მომდევნო მატება კი, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში. რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, პაატა იმნაძის მტკიცებით, ”არაფერი განსაკუთრებული არ ხდება” და ვითარება ზამთრისათვის დამახასიათებელია. ამ ეტაპზე ძირითადად ცირკულირებს A ტიპის H3 ვირუსი, დაფიქსირდა B ტიპის ვირუსის რამდენიმე შემთხვევა, გავრცელებულია, ასევე, სხვა გაციების ვირუსებიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG