Accessibility links

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსის პირველი ტური გაიმართება


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის პირველი ტური დღეს გაიმართება. კონკურსში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობს: რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე. მეორე ტურში გადასული კანდიდატები ხვალ და ზეგ საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.

XS
SM
MD
LG