Accessibility links

მაკკეინი: პუტინის "წყალობით" მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა


ვლადიმირ პუტინის "წყალობით", მსოფლიო გაცილებით უფრო საშიში გახდა, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სადაც მან ქართველ სამხედროებს მიმართა. სენატორმა მაკკეინმა მადლობა გადაუხადა როგორც ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ამ სადღესასწაულო პერიოდს ქართველ კოლეგებთან ერთად საკუთარი ოჯახებიდან შორს ატარებენ, ისე ქართველ სამხედროებს, რომლებიც, მათ შორის, ავღანეთში ბოროტების - „თალიბანის“ - წინააღმდეგ იბრძვიან. ჯონ მაკკეინმა ისაუბრა, ასევე, იმ საფრთხეზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უქმნის მსოფლიო მშვიდობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG