Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააკავეს თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი სირიელი ლტოლვილი


გერმანიაში დააკავეს სირიელი ლტოლვილი, რომელიც ეჭვმიტანილია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისაგან დაფინანსების მიღების მცდელობაში, სატვირთო ავტომანქანით თავდასხმის მოსაწყობად. დაპატიმრება ორ კვირაში მოჰყვა ბერლინში მოწყობილ თავდასხმას, როცა ტუნისელი იმიგრანტი სატვირთო მანქანით შეიჭრა საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ ხალხში, მოკლა 12 ადამიანი. რაც შეეხება დაპატიმრების ბოლო შემთხვევას, ქალაქ საარბრიუკენის პროკურორის, კრისტოფ რებმანის განცხადებით, დაკავებულია 38 წლის სირიელი, რომელიც ორი წლის წინ ჩავიდა გერმანიაში და ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ის ეჭვმიტანილია სირიაში „ისლამური სახელმწიფოსაგან“ დაფინანსების მიღების მცდელობაში სატვირთო ავტომანქანების შესაძენად და ასაფეთქებელი მოწყობილობებით მათ დასატვირთად. რებმანის განცხადებით, დაკავებულმა აღიარა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონტაქტის დამყარების მცდელობა, მაგრამ აცხადებს, რომ აპირებდა სირიაში ოჯახის დასახმარებლად გამოეყენებინა ექსტრემისტებისაგან მიღებული ფული.

XS
SM
MD
LG