Accessibility links

ხუთი კანდიდატი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისათვის კონკურსის მეორე ტურში


საქართველოში გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური. მასში მონაწილე 14 კანდიდატიდან მეორე ტურში გავიდა ხუთი კანდიდატი: ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე და ვასილ მაღლაფერიძე. ეს კანდიდატები ხვალ და ზეგ საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის ვადის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG