Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტი დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერს შეხვდება


მოლდავეთის პრეზიდენტი იგორ დოდონი აცხადებს, რომ 4 იანვარს შეხვდება სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის დე ფაქტო ლიდერს, ვადიმ კრასნოსელსკის. დოდონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ ბენდერაში გამართავს სამუშაო შეხვედრას კრასნოსელსკისთან. პრეზიდენტის აზრით, შეხვედრა „აუცილებელია დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარებაზე მოლაპარაკებების გასააქტიურებლად“. მისივე თქმით, დნესტრისპირეთი იქნება მთავარი თემა 17 იანვარს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროსაც. კრასნოსელსკი ემხრობა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას და რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას. ხოლო დოდონს, რომელიც 23 დეკემბერს აირჩიეს მოლდავეთის პრეზიდენტად, ნათქვამი აქვს, რომ თავისი მმართველობის ვადაში მოაგვარებს დნესტრისპირეთის პრობლემას. ეს რეგიონი მოლდავეთსა და სეპარატისტებს შორის ხანმოკლეს ომის შემდეგ, 1992 წლიდან არის დე ფაქტო დამოუკიდებელი, .

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG