Accessibility links

ავღანეთში ასობით ადამიანმა გააპროტესტა შიიტებზე გახშირებული თავდასხმები


ავღანეთში ასობით შიიტმა მუსლიმმა გამართა აქცია შიიტებზე რადიკალი ისლამისტების გახშირებული თავდასხმების გასაპროტესტებლად. დასავლეთ ავღანეთის ქალაქ ჰერათში გამართული აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი მთავრობის შენობასთან მიიტანეს ბოლო პერიოდის თავდასხმების შედეგად მოკლული ახლობლების სურათები და დაგმეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო". ჰერათში, რომელიც უმეტესწილად შიიტურ ირანს ესაზღვრება, ბოლო პერიოდში გახშირდა თავდასხმები შიიტურ მეჩეთებზე. 1 იანვარს რელიგიური ლიდერი მოკლეს და ხუთი ადამიანი დაჭრეს.

XS
SM
MD
LG