Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვამ რუსეთს არ გადასცა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორი


ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთს უარი განუცხადა საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ზურაბ მაისურაძის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი თვის წინ ვილნიუსში დააკავეს. ლიტვაში მიაჩნიათ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური ფონი გააჩნია. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. საქართველოს მოქალაქე ზურაბ მაისურაძე 2 დეკემბერს, ვილნიუსის აეროპორტში ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს, რომელიც იქ კიევიდან ჩაფრინდა. ორდერი რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით გაიცა. სააგენტოს ინფორმაციით, საბუთების შემოწმებისას, ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, რომლებიც ტერორიზმს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG