Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინ ლე პენს შესაძლოა უკრაინაში შესვლა აუკრძალონ


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს და „ეროვნული ფრონტის“ პარტიის ლიდერს მარინ ლე პენს ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა უკრაინაში შესვლა აუკრძალონ, - განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა. „არ გამოვრიცხავ, რომ ლე პენს აეკრძალოს უკრაინაში შემოსვლა და კიდევ რაიმე ზომები იქნება მიღებული“, - განაცხადა ტკაჩუკმა. მისივე თქმით, ვინაიდან ლე პენი საფრანგეთის მოქალაქეა, მის წინააღმდეგ ზომების მიღება მხოლოდ უშიშროების სამსახურზე დამოკიდებული არ არის და გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც იღებს. გუშინ ფრანგულ ტელეარხ BFMTV- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ არ თვლის ყირიმის რუსეთთან შეერთებას არაკანონიერად და არ ხედავს ყირიმში 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს.

XS
SM
MD
LG