Accessibility links

თურქეთმა მოუწოდა ირანს, ზეწოლა განახორციელოს სირიის მთავრობასა და მის მოკავშირეებზე


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ირანს, ზეწოლა განახორციელოს სირიის მთავრობასა და მის მოკავშირეებზე, რათა მათ შეწყვიტონ ცეცხლის შეწყვეტის შეთახნმების დარღვევა სირიაში. „ირანმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს თავისი ავტორიტეტი შიიტ რაზმებთან და სირიაში არსებულ რეჟიმთან მიმართებაში“ - უთხრა ჩავუშოღლუმ ანადოლუს საინფორმაციოა სააგენტოს 4 იანვარს. ირანი და რუსეთი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, მაშინ როდესაც თურქეთი სირიის ოპოზიციის მოკავშირეა. გასულ კვირაში მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს სამშვიდობო მოლაპარაკებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. ჩავუშოღლუს განცხადებით, ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამ თვეშია დაგეგმილი. მისივე თქმით, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 9 -10 იანვარს თურქეთს ეწვევიან მოლაპარაკებების ჩარჩოს მოსაზმადებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG