Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის აზრით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს დრო სჭირდებათ "საქმის შესაქმენლად"


ინაუგურაციამდე სამი კვირით ადრე, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები. ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში ის წერს, რომ 6 იანვრამდე გადაიდო საგამოძიებო უწყების პრესკონფერენცია, რომელიც შეეხება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს. ტრამპმა ბრჭყალები გამოიყენა სიტყვისთვის „დაზვერვა“ და აღნიშნა: „ალბათ მეტი დრო სჭირდებათ საქმის შესაქმნელად. ძალიან უცნაურია“. აშშ-ის საგამოძიებო სამსახურმა არ დაადასტურა პრესკონფერენციის გადადება. ტრამპის განცხადებებს 3 იანვარს გამოეხმაურა აშშ-ის ცენტრალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი, სატელევიზიო ქსელ „პიბიესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „მსოფლიოში არ არსებობს ანალიზისა და ექსპერტიზის შესაძლებლობების მქონე ისეთი საგამოძიებო უწყება, როგორიც აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების ერთობაა. ასე, რომ ყველას ვურჩევ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს მოხსენება აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჰაკერული ჩარევის შესახებ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია ამ საკითხზე, რაიმე შეფასების გაკეთებამდე მოითმინოს და ნახოს, რას გვთავაზობენ საგამოძიებო სამსახურები,“ - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა.

XS
SM
MD
LG