Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში არაბი სეპარატისტების ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა ორ აფეთქებაზე


ირანში მოქმედი არაბი სეპარატისტების ჯგუფმა აიღო პასუხისმგებლობა სამხრეთ ირანში მდებარე ხუზესტანის რეგიონში ორი ნავთობსადენის აფეთქებაზე. ჯგუფი სახელწოდებით "ალ აჰვაზის თავისუფლებისთვის არაბთა ბრძოლის მოძრაობა" თავის ვებსაიტზე ავრცელებს განცხადებას, რომ მისმა მებრძოლებმა ააფეთქეს ორი ნავთობსადენი. მაგრამ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო თავდასხმების ფაქტი. სეპარტისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა იყო რეაქცია თეირანსა და უცხოეთის კომპანიებს შორის ხელმოწერილ კონტრაქტებზე. აჰვაზი არაბები, რომლებიც ირანში ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ძირითადად ცხოვრობენ ერაყის მოსაზღვრე ხუზესტანის რეგიონში.

XS
SM
MD
LG