Accessibility links

ტრამპმა კვლავ გამოთქვა დაეჭვება ბრალდებით, რომ რუსეთმა ჰაკერული თავდასხმა მოაწყო


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა კვლავ გამოთქვა დაეჭვება ამერიკული დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა აშშ-ის წინააღმდეგ. აშშ-ის დაზვერვის უწყებების დასკვნით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთიდან განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგ. თავდასხმები მიმართული იყო, მაგალითად, პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მრჩეველ ჯონ პოდესტას ელფოსტის წინააღმდეგ. ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა 3 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უარყო ბრალდება, რომ რუსეთის მთავრობისაგან მიიღო ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპოვებული პირადი წერილები, რომლებიც შემდეგ "ვიკილიკსმა" გამოაქვეყნა. ასანჟის თქმით, ელექტრონულმა წერილებმა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის „დაუდევრობის“ გამო გაჟონა. 4 იანვარს კი ტრამპმა „ტვიტერით“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც იმეორებს ასანჟის ვერსიას. რატომ იყო დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტი ასეთი დაუდევარიო? წერს ტრამპი და ამატებს: ასანჟმა „ასევე თქვა, რომ მისთვის რუსებს არ მიუწოდებიათ ინფორმაცია".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG