Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 2016 წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია


საქართველოში 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 7,6%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა: საქართველოს ეწვია სარეკორდო რაოდენობის, 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური. ამასთან, თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა უშუალოდ ტურისტების, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყო. ამ თემაზე თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა შორის ლიდერობენ საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩასული პირები. „რეკორდი მოიხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ამ შემოსავალმა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა“, განაცხადა ჩოგოვაძემ.

XS
SM
MD
LG