Accessibility links

ტილერსონს რიგი რესპუბლიკელები უჭერენ მხარს


ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე წარდგენილმა კანდიდატმა რექს ტილერსონმა მიიმხრო რამდენიმე რესპუბლიკელი, მაშინ როდესაც დემოკრატები ამბობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ სიფრთხილეს იჩენენ და ამოწმებენ ტილერსონის კავშირებს კომპანია „ექსონ მობილთან“ და რუსეთთან. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერმა ტილერსონი დაახასიათა, როგორც „ძალიან მეინსტრიმული“ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით. სწორედ კორკერის კომიტეტს ევალება ტილერსონის მოსმენა 11 იანვარს, ვიდრე მას სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცებენ. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ტილერსონი გაუძღვეს აშშ-ის მყარ პოლიტიკას რუსეთის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა რექს ტილერსონმა, რომელიც ხელმძღვანელობდა მსხვილ ამერიკულ ნავთობკომპანიას, „ექსონ მობილს“, კომპანიის საქმიანობა განავრცო რუსეთში, დაუმეგობრდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ასევე ის წინააღმდეგობას უწევდა რუსეთისთვის 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG