Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი "ჰეზბოლასა" და შიიტთა სხვა რაზმებს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევაში


თურქეთი სირიაში მოქმედ „ჰეზბოლასა“ და შიიტთა სხვა რაზმებს ადანაშაულებს, ერთი კვირის წინ ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და რუსეთისა და ირანისგან მოითხოვს ალაგმოს მათი ქმედებები. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს გაფრთხილების თანახმად, თუკი შეთანხმების დარღვევა კვლავ გაგრძელდება, ის დააბრკოლებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელიც დაგეგმილია 23 იანვარს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. ამ შეხვედრას ორგანიზებას უწევენ რუსეთი, ირანი და თურქეთი. თურქეთის ბრალდებას „არაკონსტრუქციულს“ უწოდებს ირანი. 5 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაჰრამ ღასემიმ აღნიშნა, რომ შეთანხმებას გამუდმებით არღვევენ ანტისამთავრობო ოპოზიციური ძალები. ღასემიმ მოუწოდა თურქეთს მიიღოს ზომები დარღვევბის წინააღმდეგ და თავი შეიკავოს „არარეალური პოზიციების გაჟღერებისგან“.

XS
SM
MD
LG