Accessibility links

"ამნესტი": ერაყში გასამხედროებული ჯგუფები სასტიკ დანაშაულებს სჩადიან


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ ცნობით, გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც ერაყში ამ ქვეყნის ჯარებთან ერთად ებრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, სასტიკ დანაშაულებს სჩადიან. ამასთან, ისინი იყენებენ იარაღს, რომელსაც ერაყელი სამხედროები იღებენ, სულ ცოტა, 16 ქვეყნისაგან, მათ შორის აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოების, რუსეთისა და ირანისაგან. ანგარიშში, რომელიც „ამნესტი ინტერნეშნლმა“ 5 იანვარს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ერაყში უმეტესწილად შიიტების გასამხედროებულმა ჯგუფებმა იარაღი გამოიყენეს, რათა „ხელი შეეწყოთ ათასობით სუნიტი მამაკაცისა და ბიჭის ძალადობრივი გაქრობისა და გატაცებისთვის, მათი წამებისა და გაუსამართლებლად დახოცვისთვის, ისევე როგორც მათი საკუთრების თვითნებურად განადგურებისთვის“. „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებისგანაც ერაყი იარაღს ყიდულობს, უზრუნველყონ, რომ გასამხედროებულმა ჯგუფებმა იარაღი არ გამოიყენონ ადამიანის უფლებების დასარღვევად. ერაყელი და დასავლელი ოფიციალური პირებიც გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ ერაყის მთავრობა ვერ ახერხებს შიიტების გასამხედროებული ჯგუფების უკეთ გაკონტროლებას.

XS
SM
MD
LG