Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი: საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა დამასკოსთან ახლოს მდებარე ვადი-ბარადის რაიონში


თურქეთის ოფიციალური უწყების თხოვნის მიუხედავად, 4 იანვარს კვლავ გაგრძელდა საბრძოლო მოქმედებები დამასკოსთან ახლოს მდებარე ვადი-ბარადის რაიონში. ამ ინფორმაციას ავრცელებს სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორია. მთავრობა ამბოხებულებს ადანაშაულებს ქალაქში არსებული წყლის ინფრასტრუქტურის განადგურებაში. სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაპირისპირების დასრულებისა და წყლის დაზიანებული რეზერვუარის შეკეთების თაობაზე, რომელსაც რუსული ჯგუფები უდგანან სათავეში. სირიის ოპოზიციამ ბრალი დასდო „ჰეზბოლას“, რომ ის რუსეთის ოფიცრებს ხელს უშლის საქმის გამოძიებაში, რომლის თანახმადაც, წყლის რეზერვუარი დაზიანდა საჰაერო დაბომბვების დროს.

XS
SM
MD
LG