Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სფეროს მაღალჩინოსნები ჩვენებას მისცემენ სენატში დღეს დაგეგმილ მოსმენაზე


აშშ-ის სადაზვერვო სფეროს მაღალჩინოსნები ჩვენებას მისცემენ სენატში 5 იანვარს დაგეგმილ მოსმენაზე, რომელიც განიხილავს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენიდან ერთ დღეში სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები ამავე საკითხზე ესაუბრებიან ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ირწმუნებიან, რომ რუსეთმა განახორციელა ჰაკერული თავდასხმა არჩევნებში მონაწილე დემოკრატიული პარტიისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ. მათი თქმით, არჩევნებში რუსეთის ჩარევის მიზანი იყო ტრამპის გამარჯვებისთვის ხელის შეწყობა. რუსეთის მთავრობამაც და ტრამპმაც აღნიშნულ ბრალდებას აბსურდი უწოდეს. ჰაკერულ შეტევაში რუსეთის მონაწილება უარყო ვიკილიქსის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმაც.

XS
SM
MD
LG