Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შემდეგ მოსახლეობა უკან ბრუნდება ალეპოში


სირიაში გაეროს ჰუმანიტარული ღონისძიებების კოორდინატორმა საჯად მალიკმა განაცხადა, რომ მიუხედავად ალეპოს მასშტაბური განადგურებისა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების შემდეგ მოსახლეობა უკან ბრუნდება. ალეპოდან ვიდეო-კონფერენციისას მალიკმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში 2 200 ოჯახი დაბრუნდა. მისი თქმით, ქალაქის აღდგენა დიდ დროს მოითხოვს. „ამინდის პირობები არახელსაყრელია. ხალხი ბრუნდება სახლებში, რომლებსაც არც კარები და არც ფანჯრები გააჩნია“, - განაცხადა გაეროს კოორდინატორმა. მალიკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭიროა სირიაში მშვიდობის დამყარების შანსის გამოყენება და რიგით სირიელებში რწმენისა და იმედის გაჩენა. გაეროს მონაცემებით, სირიაში სამოქალაქო ომის დროს 400 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონ ადამიანს სახლების დატოვება მოუწია. 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა თავშესაფარი საზღვარგარეთ იპოვა.

XS
SM
MD
LG