Accessibility links

ბაღდადის შიიტურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა


5 იანვარს ერაყის დედაქალაქის შიიტურ რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 15 ადამიანი. პოლიციის განცხადებით, დანაღმული ავტომანქანა ბაღდადის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთთან ახლოს აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის თანახმად, სამიზნე იყო შიიტების თავყრილობა. სუნიტი ექსტრემისტები შიიტებს განდგომილებად მიიჩნევენ. გასულ კვირაში აფეთქებების შედეგად დაიღუპა კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმები შედეგად მოჰყვა ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩრდილოეთში მდებარე ქალაქის მოსულის დასაბრუნებლად ბრძოლების განახლებას, რომელშიც მას ზურგს უმაგრებენ აშშ-ის საჰაერო ძალები და გასამხედროებული რაზმები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG