Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი გაეროზე ზეწოლის განხორციელებას აპირებს


20 იანავარს პრეზიდენტის თანამდებობების დაკავების შემდეგ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროზე ზეწოლას განახორციელებს, რათა გაეროში გატარდეს რეფორმები და ცვლილებები, საიმისოდ რომ მან უფრო ეფექტიანად უპასუხოს გლობალურ პრობლემებს. ამის შესახებ 4 იანავარს განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა შონ სპაისერმა. ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალური ბიუჯეტში მას დაფინანსების 22%-იანი წილი აქვს, რაც 5.4 მილიარდ დოლარს უტოლდება, გაეროს სამშვიდობო ღონისძიებების ბიუჯეტს კი 7.9 მილიარდი დოლარით აფინანსებს, რაც ბიუჯეტის 28% არის. ტრამპა დატუქსა გაეროს უშიშროების საბჭო 23 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის გამო, რომელიც მოუწოდებს ისრაელს შეაჩეროს დასახლებები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მან პირობა დადო, რომ მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, „საქმეები სულ სხავგვარად იქნება“. გასულ კვირაში ჟურნალისტებთან საბრისას მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა გაერო და თქვა: „როდისმე გინახავთ, რომ ის პრობლემებს აგვარებდეს? არასოდეს. ისინი პრობლემებს ქმნიან."

XS
SM
MD
LG