Accessibility links

იზმირში ორი ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


თურქეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, სავარაუდოდ ქურთმამეამბოხეებმა სროლა აუტეხეს პოლიციელებს, სანამ თავიანთ მანაქანას ააფეთქებდნენეგეოსის ზვღისპირა ქალაქ იზმირში. იზმირში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგადად დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი. თურქი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის არიან პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი. ეგეოსის ზღვისპირა იზმირის გუბერნატორის, ეროლ აიილდიზის განცხადებით, სასამართლოსთან ახლოს მდებარე პოლიციის შენობის წინ მდგარი მანქანა ააფეთქა ორმა პირმა, რომელიც შეიარაღებული იყო კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღითა და ყუმბარებით. გუბერნატორის ცნობით, პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. „ანადოლუს“ საინფორმაციო სააგენტომ მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ მესამე ეჭვმიტანილი გაიქცა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა გუბერნატორ აიილდიზის თქმით, ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან აკრძალული ორგანიზაცია, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას. რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, 39 ადამიანი დაიღუპა სტამბოლის ღამის კლუბ „რეინაში“ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. დაიჭრა 69 პირი. თურქეთის ვიცე-პრემიერის, ვეისი კაინაკის განცხადებით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ეთნიკური უიგურია. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG