Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქში, რომელსაც მთავრობის ჯარები აკონტროლებენ, აფეთქებამ შეიწირა ცხრა ადამიანი


სირიის ქალაქ ჯაბლეში, რომელსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, აფეთქების შედეგად დაიღუპა ცხრა და დაიჭრა 15 ადამიანი. ამ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მისივე ცნობით, აფეთქება მოხდა ხალხმრავალ ადგილას, სადაც ბევრი სავაჭრო ობიექტია. ქალაქი ჯაბლე ლატაკიის პროვინციაში მდებარეობს და ალავიტების რელიგიური უმცირესობის ერთ-ერთი მთავარი დასახლებაა. ამ უმცირესობას ეკუთვნის სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს, რომ მოხდა აფეთქება, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ინციდენტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა და თურქეთმა გასულ კვირაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

XS
SM
MD
LG