Accessibility links

არჩევნებში რუსეთის ჰაკერების ჩარევის გარშემო აშშ-ის სენატში მოსმენები გაიმართა


აშშ-ის სენატში გაიმართა მოსმენები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჰაკერების ჩარევის გარშემო. დაზვერვის სამსახურის უფროსის, ჯეიმს კლეპერის თქმით, რუსეთის სავარაუდო კიბერ თავდასხმა აშშ-ის საარჩევნეო პროცესში ჩარევის უპრეცედენტო შემთხვევა იყო. სენატში მოსმენები პირველი ასეთი განხილვაა კონგრესში, სადაც არკვევენ ვაშინგტონის ბრალდებას, რომ რუსეთის მთავრობა იდგა აშშ-ის პოლიტიკური პარტიების სერვერებზე კიბეთავდასხმების უკან. სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურის ანგარიში კიბერშეტევაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ, ეჭვქვეშ არ აყენებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომლის თანახმად, გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა. ჯეიმს კლეპერის თქმით, მისი განცხადებით, კიბერთავდასხმებით რუსეთი არა მხოლოდ შეეცადა ზეგავლენა მოეხდინა აშშ-ის არჩევნებზე, არამედ ევროპასთან აშშ-ის ურთიერთობისთვის ევნო. ამ თემაზე მოსმენები უნდა გაიმართოს სენატის სხვა კომიტეტებშიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG