Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წლის ბებია“ და „წლის ბაბუა“ - საახალწლო კონკურსი „კათარზისში“

ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისში“ გამართულ მუსიკალურ კონკურსზე წლის ბებია და ბაბუა გამოავლინეს. ეს ყოველწლიური საახალწლო ზეიმი უკვე მეცამეტედ გაიმართა და მასში ოცდახუთი ხანდაზმული მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის ყველაზე უმცროსი 71 წლისაა, ხოლო უხუცესი 89-ის. საუკეთესო ბებიისა და ბაბუის ნომინაციებში გაიმარჯვეს 89 წლის ვარდო თოდრიამ და 88 წლის იოსებ ხუცურაულმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG