Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ეხმაურება საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას


საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფ ხაზზე გამშვები პუნქტების შესაძლო გაუქმებას. როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გაუქმებას, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის გარდა. 5 გამშვები პუნქტიდან, ერთი - შამგონა-თაგილონის გამშვები პუნქტი 2016 წლის აპრილში გაუქმდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების პატივისცემისა და დაცვის კუთხით. გამშვები პუნქტების დახურვა ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნებისა თუ სხვა მიმართულებით.

XS
SM
MD
LG