Accessibility links

პაკისტანში შვიდი მოსწავლე დაიღუპა მატარებლის შეჯახების შედეგად


პაკისტანში, ქალაქ ლოდრანში, მატარებელი შეეჯახა ორ რიქშას, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად შვიდი მოსწავლე დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კიდევ ხუთი მოსწავლის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციითვე, სკოლის მოსწავლეთა ასაკი ხუთიდან რვა წლამდეა და ისინი სკოლაში მიდიოდნენ. პოლიცია აცხადებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ნისლის გამო რიქშის მძღოლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს მომავალი მატარებლის სიჩქარე. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG