Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შესაძლოა აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას შეუწყვიტოს ინჯირლიკის ბაზის გამოყენების უფლება


თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლებელია აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალაციას, რომელიც იბრძვის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, შეუჩერონ უფლებამოსილება გამოიყენოს სირიის საზღვართან მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-საჰაერო ბაზა. ამის შესახებ 5 ინავარს განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ვეისი კაინაკმა, ერთ-ერთი თურქული სატელევზიო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. თურქეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზას „ინჯირლიკს“ კოალაცია იყენებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, მაშინ როდესაც მათი მოკავშირე სირიელ ქურთთა რაზმები ხმელეთზე ებრძვიან ექსტრემისტულ დაჯგუფებას. თუმცა თურქეთი „ტერორისტებად“ თვლის კოლაციის მოკავშირე ქურთებს, რადგან მიიჩნევს რომ მათ გარკვეული კავშირები აქვთ ქურთ სეპარატისტთა ჯგუფებებთან, რომლებმაც განახორციელეს სისხლიანი თავდასხმები თურქეთში. „აუცილებელია ვთქვათ, რომ თურქ ხალხს კითხვები აქვს ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ნატოელი მოკავშირეების ყოფნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დგას. რა თქმა უნდა, აუცილებელია გადაიხედოს საერთაშორისო შეთანხმებები. ღიად ვამბობთ: თუ ვაღიარებთ, რომ არსებობს ტერორისტული ორგანიზაცია, ყველამ ერთად ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. თუ ერთად არ იბრძვით და ბრძოლის ველზე ჩვენ ვიბრძვით, წინააღმდეგობებს მაინც ნუ შეგვიქმნით“, განაცხადა ვეისი კაინაკმა.

XS
SM
MD
LG