Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერიმ გააფრთხილა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, არ გააუქმოს ირანის ბირთვული გარიგება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გააფრთხილა ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია, არ გააუქმოს ირანის ბირთვული გარიგება. მისი თქმით, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა მას შემდეგ, რაც თეირანს ტექნიკურად აღარ აქვს შესაძლებლობა შექმნას ბირთვული იარაღი. დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ეს გარიგება, იმ აზრით, რომ ირანი ძალიან ბევრს იღებს. ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, მან შეიძლება ზურგი შეაქციოს გარიგებას. „ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა არჩევანს გააკეთებს ტრამპი, თუმცა აშშ-ს გასულ წელს ბირთვული გარიგების გაფორმებამდე, „ძალიან ცუდი არჩევანი“ ჰქონდა:ბირთვული ირაღის მქონე ირანი ანახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, ვიტყვი, რომ ამ გარიგების შეწყვეტა ისევ მსგავს ცუდ არჩევანთნ მიგვიყვანს“, განაცხადა კერიმ 5 იანვარს. ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანმა უნდა მოთოკოს თავისი ბირთვული ამბიციები მის ეკონომიკაზე საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. თეირანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე 98%-ით არის შეამცირებული ურანის მარაგი, ასევე დაიხურა „ცენტრიფუგების“ 2/3.

XS
SM
MD
LG