Accessibility links

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა „გაიზარდოს“


5 იანვარს სატელევზიო არხ „პი-ბი-ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ „გაიზარდოს“. ეს კომენტარი შეეხებოდა ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჯარო დავას აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ერთობასთან. ბაიდენის თქმით, „აბსოლუტური უგუნურებაა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ნდობა ან არ უსმენდეს სადაზვერვო სამსახურებს“. ბაიდენის ეს შენიშვნა მოჰყვა დღეს დაგეგმილ ოფიციალურ ბრიფინგს, რომელზეც ტრამპმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რუსეთის სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. დაზვერვის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა 5 იანვარს სენატში გამართულ მოსმენაზე თქვა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებს მტკიცედ სჯერათ მოსკოვის ჩარევისა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG