Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი


კოსოვო მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაჯი, რომელიც 4 იანვარს დააკავეს სერბიის ომის დანაშაულებების შესახებ გაცემული ორდერის საფუძველზე. საფრანგეთის სასამართლომ 5 იანვარს მოითხოვა, რომ 1998-1999 წლების კოსოვოს ომის მონაწილე პარტიზანი მეთაური, ჰარადინაჯი დარჩეს პატიმრობაში, სერბიისგან ექსტრადაციის მოთხოვნის დროებით შეჩერების გამო. კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ისა მუსტაფამ 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს რომ „ამგვარი ორდერები სამართლებრივად უსაფუძვლოა და რომ მას სრული პოლიტიკური სარჩული აქვს“.სერბია ადანაშაულებს ჰარადინაჯს ომის დანაშაულებების ჩადენის გამო ყოფილი სერბიის პროვინციაში, რომელმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. 2004 და 2005 წლებში რამუშ ჰარადინაჯი მსახურობდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრად.

XS
SM
MD
LG