Accessibility links

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულია იზმირში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 პირი


თურქეთის იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სულ მცირე, 18 პირია დაკავებული ამ კვირაში ეგეოსის ზღვისპირა ქალაქ იზმირში სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანით. შედეგად დაიღუპა პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი. ამის შესახებ მინისტრმა განაცხადა 6 იანვარს, სროლის შედეგად მოკლული პოლიციელის დაკრძალვის ცერემონიაზე. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, თავდასხმის უკან დგას ტერორისტული ორგანიზაცია - „ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელმაც გასცა განკარგულება თავდასხმისთვის“ - თქვა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. შემთხვევის დროს ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა პოლიციასა და შეიარაღებულ პირს შორის, რასაც მოჰყვა პოლიციის დანაღმული ავტომანქანის აფეთქება სასამართლოს შენობის წინ. ინციდენტის შედეგად დაიჭრა რამდენიმე პირი. თურქეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელმაც გასული წელიწადნახევრის განმავლობაში არაერთი თავდასხმა განახორციელა თურქეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG