Accessibility links

რუსეთმა დაიწყო სირიაში საბრძოლო ტექნიკის შემცირება


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, რუსეთმა დაიწყო სირიაში საბრძოლო ტექნიკის შემცირება. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იმოწმებენ გენერალ ვალერი გერასიმოვის 6 იანვრის განცხადებას. „რუსეთის შეიარღებული ძალების მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იწყებს სირიაში შეიარაღებული ძალების შემცირებას“ - განაცხადა გერასიმოვმა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე სირიას დატოვებს, ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ ხელმძღვანელობით მოქმედი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი. 29 დეკემბერს პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რუსეთი დაეთანხმა სირიაში სამხედრო არსენალის შემცირებას, რაც განპირობებულია ანკარასა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმებით სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იანვრის ბოლოს დაგეგმილია სამშვიდობო მოლაპარაკებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში.

XS
SM
MD
LG