Accessibility links

ტრამპი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების აქტიურ განხილვას


აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს აშშ-ის წინააღმდეგ რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების თემის აქტიურ განხილვას. ტრამპის ამ მოსაზრების თაობაზე იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“. ცნობა გამოქვეყნდა რამდენიმე საათით ადრე ტრამპისათვის ჰაკერული თავდასხმების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მიწოდებამდე. ამ ინფორმაციას მას გააცნობენ აშშ-ის დაზვერვისა და სამართალდამცველი უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც რუსეთს ადანაშაულებენ კიბერიერიშებში აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის პოზიციის გასაძლიერებლად. ტრამპმა უკვე არაერთხელ უარყო აშშ-ის დაზვერვის უწყებების ეს შეფასება. მისი აზრით, ჰაკერული თავდასხმები, რომლებიც არჩევნებში ტრამპის მეტოქის, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონისა და მისი პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული, შესაძლოა სხვა მთავრობებს, ან ინდივიდებს მოეწყოთ.

XS
SM
MD
LG