Accessibility links

აშშ-დან გერმანიაში ჩავიდა სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსდეს


გერმანიაში ჩავიდა აშშ-ის ასობით ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა - პირველი ნაწილი სამხედრო აღჭურვილობისა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განთავსდეს, ამ რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით. სამხედრო აღჭურვილობას პოლონეთში განათავსებენ, რაც წინ უძღვის აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ჩასვლას. მომავალი თვიდან ამერიკელების სამხედრო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა განთავსდება ნატოს წევრ ქვეყნებში: პოლონეთის გარდა რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში. ამ ნაბიჯის მიზანია შეერთებული შტატების მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ მხარში უდგანან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე. რუსეთი გმობს ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, როგორც დასავლეთი „აგრესიულ“ გააქტიურებას აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო კი აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG