Accessibility links

ფლორიდის აეროპორტში შეირაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ფსიქიკურად ავადმყოფია


პარასკევს საღამოს ათმა ადამიანმა მიიღო ჭრილობები და ხუთი დაიღუპა ფლორიდის აეროპორტში სროლის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, დაკავებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი. პოლიციამ დაკითხა დანაშაულში ეჭვიტანილი, ერაყში ომის ვეტერანი 26 წლის ესტებან სანტიაგო. როგორც ესტებანის ძმამ განაცხადა, მან ახლახან გაიარა ფსიქოლოგიური თერაპიის კურსი. იტყობინებიან, რომ დაკავებულის თქმით, მთავრობა აკონტროლებს მის გონებას და ჯიჰადისტური ვიდეოების ყურებას აიძულებს. ესტებან სანტიაგო 9 იანვარს წარდგება სასამართლოს წინაშე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG