Accessibility links

სირიის ქალაქ ააზაზში შენობის ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი


სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ააზაზში შენობის წინ გაჩერებული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 43 ადამიანი და ათობით დაიჭრა. მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები იყვნენ. ჯერჯერობით არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ რამდენჯერმე ეცადა კონტროლის დამყარებას ქალაქ ააზაზზე, რომელიც მას 2013 წლამდე ეკავა. სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან გრძელდება.

XS
SM
MD
LG