Accessibility links

2017 წელს ისრაელი დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს გაეროს დაფინანსებას


2017 წელს ისრაელის ხელისუფლება დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს გაეროს დაფინანსებას. ეს არის პასუხი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც გმობს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების მშენებლობას. 2016 წლის 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს აღმოსავლეთ იერუსალიმში და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის შეჩერებას. ისრაელი წელიწადში 40 მილიონი დოლარით აფინანსებდა გაეროს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG