Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადში, შიიტების წინააღმდეგ მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. შვიდი ადამიანი დაიღუპა, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი ბალადიათის რაიონის ბაზარში. დაიჭრა 12 ადამიანი. დღესვე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ქალაქის სხვა ბაზარში და 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია დაახლოებით 50 ადამიანი. მეორე ტერაქტისთვის ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG