Accessibility links

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ მკვლელობის ბრალდება წაუყენა ესტებან სანტიაგოს


აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ მკვლელობის ბრალდება წაუყენა ერაყის ომის ვეტერანს, ესტებან სანტიაგოს, რომელმაც პარასკევს სროლა ატეხა ფლორიდის ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში. ბოროტმოქმედს სიკვდილით დასჯა ემუქრება. პოლიცია დანაშაულის მოტივებს სწავლობს. დაკავებულის ნათესავები იტყობინებიან, რომ ერაყიდან დაბრუნების შემდეგ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. სანტიაგო ამბობს, რომ მის გონებას აშშ-ის სპეცსამსახურები აკონტროლებენ. 2016 წლის ბოლოს უშიშროების სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმებისას მას ვერ დაუდგინეს სერიოზული გადახრები. პარასკევს 26 წლის ესტებან სანტიაგომ აეროპორტის შენობაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი და რვა დაიჭრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG