Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა ანომალიური ყინვების მოწმეა


ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა ანომალიური ყინვების მოწმეა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან პოლონეთში სარეკორდოდ დაბალი ტემპერატურის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში ყინვებს ემსხვერპლა შვიდი ადამიანი. დაღუპულთაგან ბევრი უსახლკარო იყო. ბულგარეთში საზღვარზე გადასვლისას სამი ადამიანი გაიყინა და დაიღუპა. მოსკოვში შობა დღეს უკანასკნელი 120 წლის განმავლობაში სარეკორდოდ დაბალი ტემპერატურა იყო - მინუს 30 გრადუსი. მოსკოვის რაიონში კი ყინვა მინუს 36 გრადუსამდე დაეცა. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე თოვლიანი ქარბუქის გამო შეზღუდულია მოძრაობა ავტომაგისტრალებზე. ავტოავარიების გამო შექმნილია ხერგილები. ძლიერი ქარბუქები დაატყდა ასევე თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG