Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ეთანხმება აშშ-ის სადაზვერვო უწყებების დასკვნას რუსეთის მიერ განახორციელებული კიბერთავდასხმების თაობაზე


აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეთანხმება ამერიკის სადაზვერვო უწყებების დასკვნას იმის თაობაზე, რომ რუსეთმა განახორციელა კიბერთავდასხმები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლისკენ იყო მიმართული. ამის შესახებ ტრამპის აპარატის ხელმძღვანელმა რეინს პრიბუსმა განაცხადა. პრიბუსის თქმით, ტრამპს ესმის, რომ მოსკოვი იდგა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან. პრიბუსის განცხადება მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს ტრამპის პოზიციაში. ადრე მან არაერთხელ უკუაგდო ბრალდება, რომ რუსეთი მის დახმარებას ცდილობდა, და ამბობდა, რომ ეს მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გამონაგონი იყო.

XS
SM
MD
LG