Accessibility links

გარდაიცვალა ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 8 იანვარს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ირანის ყოფილი პრეზიდენტი, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. მანამდე ის თეირანის შოჰადაას საავადმყოფოში მოათავსეს. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. რაფსანჯანი „პრაგმატიკოს კონსერვატორად“ ითვლებოდა და დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ემხრობოდა. იგი 1989 წლიდან 1997 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

XS
SM
MD
LG